"ხიდი დაანგრიეს ისე, რომ საფეხმავლო ბილიკიც არ გააკეთეს" - მოსახლეობის პროტესტი ბაღდათში
14:23 / 17.02.2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ
ზედა დიმის მოსახლეობა სხვა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის
დანგრევას აპროტესტებს.
მოსახლეობა ამბობს,რომსოფელში
არსებული ხიდით სხვა სოფლებს უკავშირდებოდნენ, თუმცა, მისი
რეკონსტრუქციის გამო დანგრევას მათი ჩაკეტვა მოჰყვა.
მოსახლეობას ახლა ზემო დიმიდან მუნიციპალიტეტში გადაადგილება
შემოვლითი გზით უწევს.
"არ გაგვაფრთხილეს ისე დაანგრიეს და ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა.
პური ვერ შემოვიდა მაღაზიებში. ქალაქში რომ წავიდეთ, ტაქსი 15 ლარს
გვთხოვს და ყოველდღე ამდენი თანხა არ გვაქვს. ასევე, დაზიანდა წყლის
ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდება სოფლებს.
შეთანხმებული ვიყავით, რომ ხიდი მხოლოდ მას შემდეგ დაინგრეოდა, რაც
საფეხმავლო ხიდი აშენდებოდა, მაგრამ დროებითი ხიდის მხოლოდ ბურჯი
ააგეს და ისიც წყალმა წაიღო", - ამბობენ სოფელ ზემო დიმის
მკვიდრები.
სოფელ ზემო დიმში არსებული ხიდი 6 სოფელს აკავშირდებოდა
ერთმანეთთან. დაზიანების გამო, მისი რეკონსტრუქცია გახდა
საჭირო. ხიდის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე ამბობს, რომ
მოსახლოებას ხიდის არარსებობის გამო შექმნილი პრობლემები მიმდინარე
კვირას მოუგვარდებათ. მისი თქმით, პირველ რიგში საფეხმავლო ხიდი
მოწყობა. მაღაზიებისთვის სურსათის მიწოდებაზე კი
განმარტავს, რომ მომარაგების გარეშე არცერთი სოფელი არაა
დარჩენილი.
"ალტერნატიული გზები არსებობს. დაზიანების გამო
ხიდზე გადაადგილება ისედაც შეზღუდული იყო", - ამბობს არჩილ
გოგსაძე.
მდინარე ხანისწყალზე არსებულ ე.წ. ზედა დიმის ხიდის სამშენებლო
სამუშაოებს საავტომობილი გზების დეპარტამენტის დაკვეთით შპს "საქ
ტრაქმშენსერვისი" ასრულებს.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში
მდებარე სკვერი, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
დასასვენებელი სივრცეა, მოუვლელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები