"გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის
ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა
დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც
გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის
ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს
შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით
გაგრძელდება.
ამ მომენტისთვის, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის
თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს
დეტალურად შეისწავლის - 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა
დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების
შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა
(მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა,
რომელიც გასაჯაროვდება. "საქნახშირისთვის" მნიშვნელოვანია N4 უბნის
თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში. შრომის
დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის
ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის
დაცვით.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაც და დასაქმებულებიც ორიენტირებულები
იყვნენ პასუხისმგებლობების შესრულებაზე, მუშაობაზე და
თანამშრომლობაზე. ეს კი, რა თმა უნდა, საწარმოს შეუფერხებელ
ფუნქციობას და მეშახტეების მიერ მეტი ანაზღაურების გამომუშავებას
გამოიწვევს", - ნათქვამია კომპანიის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყიბულში 33 საათიანი პროტესტის შემდეგ მეშახტეები შახტიდან 11
თებერვალს
ამოვიდნენ. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც
გასულ თვეში
ხელფასი დააკლდათ. მეშახტეები აცხადებდნენ, რომ პროტესტს კუთვნილი
ანაზღაურების მიღებამდე არ შეწყვეტდნენ.
2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal
of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები,
ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა, მას შემდეგ დატოვა, რაც
1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.
შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები
უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და
შახტები გადაიბარა.
"უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც. არ მეგონა, ამხელა უსამართლობა
თუ ხდებოდა. არავის სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება
რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ,
თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები