ახალი ამბები
სკოლის 80 წლის დირექტორი იმერეთში, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს
FaceBook

რა შეიძლება გააკეთო 80 წლის ასაკში საქართველოში?


საუკეთესო ვარიანტში იყო სახლში, ფიქრობდე, შვილიშვილებს უყვებოდე ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კითხულობდე წიგნებს და უყურებდე ტელევიზორს... 

80 წლის ზირაქ ჯანელიძე იმერეთში, ვანის სოფელ ინაშაურში ცხოვრობს და ყოველდღე ამტკიცებს, რომ ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრებია.


მას 58 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. აქედან 48 წელია სკოლის დირექტორად მუშაობს. სკოლაში მუშაობა 23 წლის  ასაკში დაიწყო, მაშინ გერმანული ენისა და ლიტერატურას ასწავლიდა.

"პირველად მუშაობა სოფელ ამაღლების სკოლაში დავიწყე, მაშინაც და ახლაც ეს საქმიანობა ჩემთვის საპასუხისმგებლოა. ჩემი მოსწავლეების შვილებს და შვილიშვილებს ვასწავლი. ზოგიერთი ახლა ჩემი კოლეგაცაა. ეს ძალიან სასიამოვნოაა", - გვიყვება ზირაქ ჯანელიძე.

მან ვანის სოფელ ინაშაურის სკოლა 1973 წელს ჩაიბარა. გვიყვება, რომ მაშინ სკოლის შენობა დაიწვა. უთხრეს, რომ ის უნდა ყოფილიყო ამ სკოლის ხელძღვანელი.

"სკოლა ავაშენე და დღემდე ამ სკოლაში ვრჩები".

მას შემდეგ 48 წელია ყოველ დილით სკოლაში ყველაზე ადრე მიდის და სახლში ყველაზე გვიან ბრუნდება.


80 წლის უბილე ზირაქ ჯანელიძეს განათლების მინისტრმა პირადად მიულოცა.

აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობის მიუხედავად სოფლის ყოველდღიურ საქმეებში ჩართვასაც ასწრებს და ფიქრობს, რომ როცა ადამიანს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ასაკი დასაქმებაში გადამწყვეტი არ უნდა იყოს.

,,რაც ჯო ბაიდენი 79 წლის ასაკში გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მე ჩემი პატარა სკოლის ხელმძღვანელობა  ასაკის გამო არ მეჩოთირება. ჩემი სკოლიდან რამდენიმე პედაგოგი წავიდა სკოლიდან პენსიონერები, რომლებიც ჩემი ასაკის არც კი იყვნენ. ჩემი შესაძლებლობები მიწყობს ხელს ვაკეთო საყვარელი საქმე და  ვრჩები კიდევაც იქ სადაც 58 წლის წინ დავიწყე".​


ზირაქ ჯანელიძემ ასაკთან მიმართებაში კიდევ ერთი სტერეოტიპი დაარღვია და რამდენიმე წლის წინ სპორტის მასწავლებლის სერთიფიკატი აიღო. სტატუსიც აიმაღლა და სპორტის უფროსი პედაგოგი გახდა.

"ახალგაზრდობაში წარმატებული სპორტსმენიც ვიყავი. მაგიდის ჩოგბურთში და ჭადრაკში წარმატებით ვასპარეზობდი. რადგან ჩვენს სკოლაში გერმანული უკვე აღარ ისწავლება, ვიფიქრე, რატომ არ უნდა მეცადა პროფესიის შეცვლა. ამაში ხელს  არც ჯანმრთელობის მდგომარეობა მიშლიდა ვცადე და გამომივიდა. "დიდ ასაკში" შევიცვალე პროფესია და თან წარმატებულად. ვერ გეტყვით, მოსამზადებლად რა დროს ვხარჯავდი, არ დავკირვებივარ, მაგრამ ფაქტია, რომ მე ეს შევძელი".

იმის გამო, რომ გამოცდებისთვის მომზადებულიყო და ღირსეული შედეგი ქონოდა, საოჯახო საქმეები ძირითადად შვილებს და შვილეებს გადააბარა. ზიქარ ჯანელიძე გვიხსნის, რომ ამ ასაკში სკოლის ხელმძღვანელობით უდიდეს საქმეს აკეთებს, რადგან, მიაჩნია, რომ საქართველოში ასაკი გამო პროფესიონალი და საქმის მოყვარული ადამიანების დაფასება და შეყვარება უნდა ისწავლონ.

ინაშაურის საჯარო სკოლაში 38 მოსწავლე და 14 პედაგოგია.სკოლაში ზირაქ ჯანელიძის გარდა,  11 სერთიფიცირებული პედაგოგი ჰყავთ. ბავშვებსთვის განათლების მიღება აქ მხოლოდ 9 კლასის ჩათვლითაა შესაძლებელი. სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სპორტს. ჰყავთ ფეხბურთში გოგონათა გუნდი, ასევე მოჭიდავეთა ნაკრები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ.

80 წლის დირექტორი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის კარგი მაგალითია, რომ შესაძლებლობებს ასაკი არ აქვს.

ავტორი: ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.