ახალი ამბები
საპოლიციო კონტროლი - სამართალდამცავები ნამახვანჰესის აქციაზე წამსვლელებს აჩერებენ
FaceBook

დღეს, წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, რომლის მიმდებარედ ჰესები უნდა აშენდეს,  მოსახლეობა მასშტაბურ  აქციას მართავს, რომელიც 13:00 საათზეა დაგეგმილი.


აქციაზე წამსვლელებს პოლიცია გზაზე აჩერებს და გადაადგილების მიმართულებას ეკითხება. საპოლიციო კონტროლი აქციის ადგილიდან, სოფელ ნამოხვანიდან,  რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს.

რიონის ხეობაში 106-ე დღეა უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და მოითხოვს მშენებელმა კომპანიამ დატოვოს ხეობა.
გასულ კვირას ჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირიპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ აქტივისტებს კარავი დაურბია და ჯვარი წაართვა.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.