დეკანოზი, რომელმაც ბავშვების მიმართ სიძულვილის ენით იქადაგა,სასჯელის სახით მონასტერში გაამწესეს
12:25 / 30.01.2021
საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიის
დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ბაშვების
მიმართ
სიძულვილის ენით იქადაგა, სასჯელის სახით მონასტერში
გაამწესეს.ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური
ავრცელებს.
,,საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით
გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს,
დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია)
მონასტერში განწესება გარკვეული ვადით",- აცხადებენ
საპატრიარქოში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ
თადეოზ სარალიძის ქადაგება აღშფოთების საგანი გახდა.
დეკანოზის ქადაგებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი
(დათუაშვილი) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქადაგება შეუფერებელი იყო
სახარებისეულ სწავლებასთან. მოგვიანებით საპატრიარქომ დეკანოზის
შენდობის წერილი გამოაქვეყნა.
დეკანოზი თადეოზ სარალიძის ქადაგება, რომელიც სოციალურ ქსელში
გავრცელდა, მღვიმევის მონასტერში, 24 იანვარსაა
გადაღებული.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში
მდებარე სკვერი, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
დასასვენებელი სივრცეა, მოუვლელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები