ახალი ამბები
ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართება
FaceBook
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართება.
სოციალური ქსელში სავაჭრო ქსელ ,,გრანდ მოლის" ხელმძღვანელმა ნატო დანელია წერს, რომ ის საპროტესტო აქციას ოთხი მოთხოვნით გამართვას. ერთ ერთი მათ შორის ტრანსპორტის რეგულაციებით ამუშავება იქნება.

,,ჭავჭავაძის გამზირზე გრანდ მოლისა და კეჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაწყობ აქციას. მოთხოვნებით: ეპიდრეგულაციების დაცვით საქალაქო ტრანსპორტის გახსნა; თებერვლიდან კეჩის ღია სამრეწველო ბაზრობის გახსნა; სასწრაფოდ აღიკვეთოს უკანონო გარე ვაჭრობა; გარე მოვაჭრეები აღირიცხოს და გამოეᲧოთ შესაბამისი სავაჭრო ადგილები; ყველას ვინც იზიარებთ ჩემს მოსაზრებას გთხოვთ შემომიერთდეთ",- ამბობს ნატო დანელია. 

ქუთაისში აქცია ხვალ,28 იანვარს, 12 საათზეა დაგეგმილი. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან უნდა გაიხსნას, ხოლო პირველი თებერვლიდან იგეგმება სავაჭრო ცენრებისა და მოლოების გახსნა. 

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.