ახალი ამბები
ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატი სტალინის ძეგლზე - ძეგლებს უგუნერები ებრძვიან
FaceBook
"შორაპნელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ისტორიასთან"

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კობა გაჩალეიშვილი, რომელმაც სოფელ შორაპანაში სტალინის ძეგლი დადგა, აცხადებს რომ ძეგლებს უგუნურები ებრძვიან. მისი თქმით, ზესტაფონის გამგეობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოახდინეს ძეგლის დემონტაჟი კამერების წინ, მთავრობის წევრებთან ქულები დაიწირეს.

"ცივილიზებული და განათლებული ადამიანები არ ებრძვიან ძეგლებს, რა დონის ტირანი უნდა იყოს ის. ეს არის ძალიან დიდი უგუნურების გამოხატულება.

შორაპანი ისტირიული სოფელია და შესაბამისად, მოსახლეობის მოთხოვნა იყო სტალინის ძეგლის დადგმა. შორაპნელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ისტორიასთან", - განმარტავს ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატი, კობა გოჩალეიშვილი. ის ამბობს, რომ ძეგლის უნებართოდ აღება ისეთვე დანაშაულია, როგორც მისი უნებართვოდ განთავსება.

გოჩალეიშვილი ირწმუნება, რომ მისთვის სტალინის ძეგლის უნებართვოდ დადგმის გამო ჯარიმა არ დაუკისრებიათ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლი ჯერ დადგეს და ერთი დღის შემედეგ  ხმაურის ფონზე აიღეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.