ახალი ამბები
ჭიათურის მერიას ტენდერების გამოცხადებისას მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ
FaceBook
ჭიათურაში ტენდერების  დიდ ნაწილს ინდმეწარმე შიო გაფრინდაშვილი უკონკურენტოდ იგებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ,,ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავს და მის მიერ მოგებული ტენდერების უმეტესობა სარისკოდ არის მიჩნეული ტენდერების მონიტორზე. ინდმეწარმეს 2011 წლიდან დღემდე 24 ტენდერი უკონკურენტოდ აქვს მოგებული, რაც ჯამში 918 ათას 439 ლარს შეადგენს.

"ჭიათურაში უკონკურენტოდ და დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერების სახელშეკრულებო თანხა 856 956 ლარია. შიო გაფრინდაშვილის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო თანხა 1 949 173 ლარია, სახელმწიფოსგან კი უკვე 1 794 129 ლარი მიიღო. რამდენიმე ტენდერი მიმდინარეა და თანხები სრულად არაა გადარიცხული. უშუალოდ ჭიათურის მერიამ ინდ მეწარმესთან 1 877 956 ლარის ხელშეკრულება გააფორმა",
- აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, შიო გაფრინდაშვილის საკუთრებაშია კომპანია შპს „ნიუ ბილდინგი“. კომპანიამ სულ 37 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან 17 შემთხვევაში ჭიათურის მერიამ მას ხელშეკრულება გაუფორმდა.

,,17 ტენდერიდან კომპანიამ 8 კონკურენტის გარეშე მოიგო, 4 კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. უკონკურენტო ტენდერების საერთო სახელშეკრულებო თანხა 604,394 ლარია, სხვების დისკვალიფიკაციით მოგებულის კი -214 777 ლარი. 17 ტენდერის სახელშეკრულებო თანხა 1 152 684 ლარს შეადგენს, კომპანიის ანგარიშებზე გადარიცხული თანხა ჯერჯერობით 832 303 ლარია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, შიო გაფრინდაშვილსა და მის კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების გზით ჯამში 3 101 857 ლარი აქვს მიღებული.

ჭიათურის მერიაში არასამთვრობო ორგანიზაციის ამ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია და ტენდერი გამოცხადებულია დღგ-ის გარეშე, გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს დღგ-ის ჩათვლით. მიკერძოებას ის გამორიცხავს, რომ მათთვის ტენდერში მონაწილეთა ვინაობდა და რაოდენობა უცნობია გამარჯვებულთან ხელშეკრეულების გაფორმებამდე.


,,"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლი ითვალისწინებს წინასწარ ანგარიშსწორებას, რაც გამოიხატება წინასწარ გადასახდელი თანხის (ავანსი) იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენაში, აღნიშნულიდან გამომდინარე შემსყიდველი ორგანიზაცია არ დგება ფინანსური რისკის ქვეშ, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) შემთხვევაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის პილიტიკური პირის/პირების და მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დისკრედიტაციას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. მუნიციპალიტეტის მერია თავის საქმიანობაში ყოველთვის არის საჯარო და ნებისმიერ დროს მზად არის მიიღოს საზოგადოების ნებისმიერი ნაწილისგან სამართლიანი კრიტიკა, რომელიც ემსახურება ქვეყნის, მუნიციპალიტეტის ან საზოგადოების უკეთესი მომავლის შექმნას და ყოვლად მიუღებელია უკანონო და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ემსახურება საჯარო პირის ცილისწამებას და მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა სახელის გატეხას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას",- აცხადებენ ჭიათურის მერიაში.

მათივე განცხადებით, თუ ორგანიზაცია მსგავს ინფორმაციას კიდევ გამოაქვეყნებს, შელახული უფლებების დასაცავად ჭიათური მერია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.