ახალი ამბები
"ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან"- მეუფე იოანე
FaceBook
"გამომიტანეს განაჩენი, ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან მათი მწარე ენის "ბრალდებების" კოცონზე" ,
- წერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე მიტროპოლიტი მეუფე იოანე.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, სავარაუდოდ, იმ განცხდებებს და აქტოვობებს ეხმაურება, რომელიც ანტისმიტური ქადაგების გმომას მოჰყვა.

"ბოლო დროს მოდაშია კონოფილმების სერიალები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების "სერიალები" ბოლო წლების მოვლენაა. ამ "სერიალების" მთავარი მოქმედი პირები იცვლება. ოპერატორებს ვიცნობთ, დამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი, დამკვეთი და სპონსორები იმალებიან.

მას შემდეგ რაც ჩვენი პატრიარქის კურთხევით და სინოდის განჩინებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დავინიშნე, ყველაზე ხშირად ამ "სერიალების" მთავარ როლს მე მითმობენ. ბოლოს გამომიტანეს განაჩენი, ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან მათი მწარე ენის "ბრალდებების" კოცონზე. არ გაინტერესებთ, ახლა ვინ და რას მაბრალებენ? ჩემთვის პერსონალურად და გვარ-სახელებით უცნობი "თეოლოგები" მოითხოვენ ამას რომელიღაც ტელეარხის კორესპონდენტის მასალის საფუძველზე. ამ "თეოლოგებს" არ აინტერესებთ, რა კითხვა დამისვა კორესპონდენტმა? რა კითხვაც დამისვა, ის პასუხი მიიღო.

მას არცერთის გვარი ან სახელი, ან დაწესებულების სახელწოდება, სადაც მუშაობენ და თანამდებობები უკავიათ, იქ არ დაუსახელებია. უსახელო და უგვარო, არხსენებული და უხსენებელი ვიღაც "თეოლოგების" ბრალდებაზე მკითხა, რას იტყვითო. ვიღაც "თეოლოგები", არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სჯულის კანონის "არცოდნას" და "დარღვევას" აბრალებენ.

რა უნდა მეთქვა? ასეთ "თეოლოგებს" არ ვიცნობ. ესენი ალბათ ეკლესიის მიმართ ქვების სროლის და ლაფის დასხმის სპეციალისტები არიან-მეთქი. ეს ჩემი სიტყვები ვიღაცეებმა თავის თავზე მიიღეს, გული ეტკინათ და გამინაწყენდნენ და გამიწყრნენ", - ნათქვამია მეუფის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 დეკემბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტისემიტური შინაარსის განცხადები გააკეთა; მოგვიანებით, იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში დეკანოზმა ილია კარკაძემაც გააკეთა ანტისემიტური განცხადებები.

28 დეკემბერს ამ ფაქტთან დაკავშირებით TDI-მ განცხადება გამოაქვეყნა და დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი.

იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად 2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე აირჩიეს. მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგვ იგი ქუთაისის ეპარქიაში წინამძღოლის მოვალეობას ასრულებდა.

იგი წლების განმავლობაში სასულიერო საქმიანობას რუსთავის ეპარქიაში ეწეოდა.

ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან რუსთავის მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა. 2011 წლის 28 აგვისტოს, კი მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.


ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია მოსწავლე -ახალგაზრდობის
პარკის რეკონსტრუქციას გეგმავს.
15:40 / 04.12.2021
ქუთაისის მერია მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკის რეკონსტრუქციას გეგმავს.
ქუთაისის ახალარჩეული საკრებულოს
წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმაცია უკვე
ცნეს.
14:08 / 04.12.2021
ქუთაისის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმაცია უკვე ცნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.