საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება.
გამოაკლისი მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება. მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს.
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს,
ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ
წრეში აღნიშნონ.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები