ახალი ამბები
ახალი წელი ოჯახისგან შორს
FaceBook
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბერს ამოქმედდა, ისევ ძალაში რჩება.

აკრძალულია როგორც მუნიციპალური ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლუკმაპურის მოსაპოვებლად სოფლებიდან დიდ ქალაქებში ჩასული ადამიანები საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდება. შესაბამისად, ადამიანებს ახალი წლის დღეების ნაქირავებ ბინაში მარტო გატარება ან უკეთეს შემთხვევაში ტაქსში მოუწევთ იმ ფულის დახარჯვა, რომელიც ოჯახების გამოსაკვებად გამოიმუშავეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებაში მოქალაქეების მიმართ გულგრილობა და აგდებული დამოკიდებულება ჩანს.

"გვესმის, რომ პანდემიაა და შეზღუდვებით რაღაცნაირად უნდა შევაკავოთ ვირუსის გავრცელება. მაგრამ ისე აკრძალეს ტრანსპორტი, რომ ჩვენზე საერთოდ არ უფიქრიათ. მსუბუქი ავტომანქანები აეკრძალათ თუ კარგია, მაგრამ აკრძალვებს საკუთარ თავს ხომ არ დაუწესებენ?! მთავრობას ხალხის საჭიროებები საერთოდ არ აინტერესებს".


ახალი წელს ოჯახისგან მოშორებით ყოფნა უწევს სტუდენტ ხატია კვერეხაძეს. ის შვიდი წელია ქუთაისში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ოჯახი კი ბაღდათში, სოფელ საკრაულაშია. იმის გამო, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს, ხატია თვეებია სახლში არ ყოფილა. ამბობს, რომ ტაქსით სოფელში ჩასვლა-ჩამოსვლა 100 ლარამდე უჯდება, რასაც ფინანსურად ვერ წვდება.

,,როცა ტრანსპორტი იყო სოფელში ჩასასვლად 5 ლარი მჭირდებოდა, ახლა 50 ლარამდე მაინც მჭირდება, რომ ტაქსით ჩავიდე ან იქნებ ვინმემ გამიყოლოს, თუმცა არამგონია. ახალი წელი წესით, უნდა ასოცირდებოდეს ოჯახთან, ბევრ სიხარულთან და პოზიტივთან, მე კი დღესდღეობით სრულებით არ მაქვს ეს განცდა", - ამბობს ხატია.

ქუთაისიდან ჭიათურაში ჩასვლა ტაქსით 50 ლარამდე უჯდება ელენე გამეზარდაშვილსაც, საკუთარი ტრასპორტი არ ჰყავს, ამიტომ მშობლებთან შესაძლოა ვერც ის ჩავიდეს. ფიქრობს, რომ მაშინ, როცა მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავს, რეგულაციები კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება.

"ვერ მივდივარ იმიტომ, რომ ჭიათურის სოფლების მარშუტები არ დადის. ჩემი მანქანა არ მყავს. ყველას ხომ არ ჰყავს? რა უნდა ჰქნან? სხვა კიდე ვერ ვეტყვი წამიყვანე-თქო. არც წამიყვანს ვინმე ალბათ, იმიტომ რომ ვირუსია და ყველას ეშინია",- ამბობს ელენე.

მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობამ ან არ იცის რა სოციალური მდგომარეობაა რეალურად ქვეყენაში ან იცის და მის გაუმჯობესება არ ცდილობს.

"მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები არ შიმშილობენ. მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ მაღაზიებში უზარმაზარი რიგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჭირვებული მოსახლოება არ გვყავს, ასეთ მთავროაბს როგორ უნდა გააგებინო რომ უტრანსპორტობის გამო, საკუთარ ქვეყანაში შვილებისგან, მშობლების და ოჯახისგან შორს გიწევს ყველაზე ოჯახური დღესასწაულის აღნიშვნა".

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან შეზღუდვები დაწესდა, რომელთა შორისაც არის მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანის შეჩერება. შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეს მუნიციპალურ და საქალაქო ტრანსპორტზე არ გავრცელდება.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.