ახალი ამბები
ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა
FaceBook
განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

"დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს.

ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას; რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ კიდულ ბილიკზე გავლა, უამინდობის დროს, გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა.

აღნიშნული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ოკაცეს კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა: მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები, რომლებიც ამაგრებს კლდოვან ფერდობებს და ქვათაცვენის საფრთხეს ამცირებს.

ოკაცეს კანიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055
095 ვიზიტორი ეწვია, რაც, გასული წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.
10:17 / 11.10.2025
2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია, რაც, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.
ქუთაისში, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო
დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.
14:16 / 10.10.2025
ქუთაისში, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.