პოლიტიკა
პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება
FaceBook
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება.
ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკუძალა არ ექნება.

"ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი რომ დაესვას - დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის დეკემბრის თვეში და მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის არ ვუწყვეტთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიების მხრიდან არა პოლიტიკურ ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს აქვს ადგილი და ამ ორს შორის წითელი ხაზი უნდა გაივლოს. ოხანაშვილმა განაცხადა ისიც, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და ამ უფლებას მათ არავინ უზღუდავს.

"საპარლამენტო საქმიანობა აპრიორი საკანონმდებლო საქმიანობას არ ნიშნავს. საპარლამენტო საქმიანობა საკუთარი ამომრჩევლის ნების რეალიზებას ნიშნავს და თუ კონკრეტული პარტია იმას იტყვის, რომ არაფერს ნიშნავს მანდატი, რაც მას ხალხმა მისცა, ეს პოლიტიკურ საბოტაჟს ნიშნავს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.