ახალი ამბები
ქუთაისში Wizz Air-ის ბაზა, სავარაუდოდ, მარტ-აპრილში დაბრუნდება
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის დააბრუნებს.
ჯოზეფ ვარადი ირწმუნება, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ერთგული რჩება და ბაზის ხელახალი გახსნის შესაძლო თარიღად მარტ-აპრილს ასახელებს.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ვრჩებით საქართველოს ერთგული და დავბრუნდებით მაშინვე, როგორც კი ბაზარი გაიხსნება. ვიმედოვნებ, ეს მომავალი წლის მარტი-აპრილში მოხდება. ცხადია, დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და როგორი მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კი ბაზარი გაიხსნება და გონივრულობის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება, Wizz Air-ი დაბრუნდება და ქუთაისის აეროპორტში ბაზას გახსნის“, - განაცხადა Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა.

ასევე, "საქმიანი დილის" ავიაციის რუბრიკის წამყვან გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში ჯოზეფ ვარადმა ქუთაისში ბაზის დახურვის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„სწორ ფაქტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. საქართველოდან ჩვენი ნებით ან სურვილით არ გავსულვართ, არამედ ჩვენმა ავიაკომპანიამ ბაზარი „ლოქდაუნის“ გამო და იმ შეზღუვების გამო დატოვა, რომელიც არამარტო საქართველოს მთავრობამ, არამედ სხვა მთავრობებმაც შემოიღეს. ყველაფერმა ამან ავიაკომპანიისთვის საქართველოს, როგორც სასურველი ბაზრის ჩაკეტვა გამოიწვია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ჩვენს თანამშომელს, რომელიც საქართველოში გვყავდა შევუნარჩუნეთ შრომითი ხელშეკრულებები და როგორც ადამიანური რესურსი. ასევე, თვითმფრინავები სხვა ლოკაციებზე გადავანაწილეთ“, - განაცხადა მან.

საახალწლოდ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები განახლდა. 

პირველი რეისი ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით 18 დეკემბერს  შესრულდა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აცხადებენ, რომ  დანარჩენი რეისები 25 დეკემბერსა და 8 იანვარს შესრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.