ახალი ამბები
საქართველოში საწვავი გაძვირდა
FaceBook
ბოლო დღეების განმავლობაში საცალო ქსელებში საწვავი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასით შესყიდული იმპორტია. გარდა ამისა, საწვავის ფასის ფორმირებაზე გავლენა იქონია დოლარის მიმართ ლარის გაცვლითმა კურსმაც, რადგან ნავთობიმპორტიორები შესყიდვებს ძირითადად დოლარში ახორციელებენ.

თვის დასაწყისიდან დღემდე "პლატცის" მიხედვით საერთაშორიო ბაზარზე ბენზინის ღირებულება - 90 დოლარით, დიზელის კი 100 დოლარით გაიზარდა.

კერძოდ, თუ 1 ნოემბერს 1 ტონა ბენზინის ღირებულება 340 დოლარს შეადგენდა, 14 დეკემბრის მდგომარებით, მისი ფასი 429.5 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება დიზელის ღირებულებას, 1 ნოემბერს ერთი ტონა დიზელი 305.75 დოლარი ღირდა, 14 დეკემბრის მდგომარეობით კი მისი ფასი 406.5 დოლარია.

შეგახსნებთ, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი ნოემბრის ბოლოსაც გაძვირდა და ფასები 7-10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კურორტ საირმის მცხოვრებლების პროტესტმა, შესაძლოა, თბილისში,
მთავრობის სახლთან გადაინაცვლოს.
14:33 / 14.10.2025
კურორტ საირმის მცხოვრებლების პროტესტმა, შესაძლოა, თბილისში, მთავრობის სახლთან გადაინაცვლოს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის
მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
ამოიღეს. 
13:41 / 14.10.2025
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.