ახალი ამბები
"მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს საკრებულოში“ - ქუთაისის ახლადარჩეული მერი
FaceBook
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგა, ადგილობრივ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.


მერი დღეს რიგგარეშე სხდომაზე მივიდა. საკრებულოს არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრება.

"ჩემს გუნდთან ერთად ვემიჯნები ყოველგვარი სიძულვილის ენას, დამცირებას და მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდნენ საკრებულოში. ჩემი მთავარი მიზანი არის საქმის კეთება და ვაკეთოთ ეს საქმე ერთად, თუ ოპოზიციასაც ექნება ამის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფლებამოსილების ვადა ხანმოკლეა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქუთაისს დავამახსოვროთ ჩვენი გაკეთებული საქმეები", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ერთ წელზე მეტია ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე  ასევე ისაუბრა ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანასა და ფასთა სისტემაზე, თუმცა, მერიას  ჯერ არ აქვს დათვლილი რა ეღირება მგზავრობა და რა ტიპის შეღავათები იქნება გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის.

რაც შეეხება ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს, მერის თქმით, პროექტი, რომელიც უკვე დაუბრუნდა საკრებულოს, ორიენტირებულია სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე. პანდემიის მიუხედავად, რეგიონალური განვითარების ფონდში 12 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებია გაგზავნილი.

ქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე ევროპული სტანდარტების საცურაო აუზის, საფეხბურთო აკადემიის, სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაციისა და ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის პროექტის შესყიდვა დააანონსა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მედიისთვის მოეწყობა პრესცენტრი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.