ახალი ამბები
მთავრობის კანცელარიასთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
FaceBook
სახელმწიფო კანცელარიის წინ ნამახვანის და ონის ჰესის კასკადების მშენებლობას აპროპესტებენ.


სამოქლაქო აქტივისტები მოითხოვენ შეჩერდეს ჰესების მშენებლობა, რომლებიც მათი თქმით, უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოზე და საფრთხეს უქმნიან ადამიანების ჯანმრთელობას. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ეკოლოგიის შესახებ კანონის გამკაცრებას და პარლამენტის ახალ შემადგენლობას შესაბამისი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვზრუნავთ ბუნებაზე. ეკოლოგია უალტერნატივოა. პოლიტიკაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი არის ჰაერი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ამიტომ, მივმართავთ ყველა არჩეულ დეპუტატს, შეიკრიბნონ და დაჩქარებული წესით მიიღონ გადაწყვეტილება ეკოდამბიუნძურებლის მიმართ კანონის გამკაცრების შესახებ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


რიონის ხეობაში ადგილობრივები 46 დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებმა გასული ღამეც კარვებში გაატარეს.

თვენახევრიანი პროტესტის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ ხვდებიან.

რიონის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ 105 მეტრიანი კაშხალი, რომელიც ადგილზე უნდა აშენდეს, დაზიანების შემთხვევაში დატბორავს მათ სახლებს, მიწებსა და წინაპართა საფლავებს. დაახლოებით 19 წუთში კი 34 მეტრიანი ტალღა გადაუვლის ქუთაისს. ადგილობრივები ასევე საუბრობენ კაშხლის უარყოფით გავლენის შესახებ კლიმატზე და ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, ხეობაში გაქრება უნიკალური ჯიშის ყურძენი, რაც მათ საარსებო წყაროს წარმოადგენს.


აქციის მონაწილეებმა დახმარებისთვის ამერიკის ელჩსაც მიმართეს და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად გროვდება ხელმოწერებიც.
ადგილობრივების თქმით, მათ შიშებს ისიც ამძაფრებს, რომ კომპანია სამუშაოებს ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, არ აქვს არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ყველა ეს გარემოება კი ზრდის კაშხლების დაზიანების რისკებს.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.

ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება გადაჭარბებულია.


ამავე თემაზე:

პროტესტის 35-ე დღე და მიმართვა ამერიკის ელჩს - მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ

„გუბერნატორმა გადაგვაგდო“ – ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ზვიად შალამბერიძე არ ჩავიდა

ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

"ეს, შეიძლება ითქვას, არის საუკუნის პროექტი" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები
რიონის ხეობაში გრძელდება.
09:28 / 11.04.2021
ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები რიონის ხეობაში გრძელდება.
რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი,
სავარაუდოდ, გადახტა.
21:25 / 10.04.2021
რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი, სავარაუდოდ, გადახტა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.