ახალი ამბები
"სახლში ტუალეტი არ გაქვთ?" - დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტუალეტის გამო
FaceBook
ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წელს ააშენა და ისინი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.




ქუთაისის მერიამ ააიპ "სპეციალურ სერვისებს" სარგებლობის უფლებით ქალაქში არსებული საპირფარეშოების შენობები გადასცა. ქალაქის ბაღში, ავტოქარხნის დასახლებასა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშოების ააიპ ორგანიზაციისთვის გადაცემის საკითხს საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებისა და ქალაქის პირველი პირს, შოთა მურღულიას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

უმრავლესობის დეპუტატის, გია ქობალიანის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ ბაღში არ უნდა იყოს ტუალეტი. დეპუტატის თქმით, ეს ქალაქის კულტურას და მის იერსახეს შეურაცხყოფს.

ქობალიანის თქმით, ქალაქში მოღვაწე ინტელიგენციამ აღნიშნულ საკითხზე უკმაყოფილება ჯერ კიდევ მის მშენებლობამდე გამოთქვა. ქობალიანმა განმარტა, რომ წინა მთავრობის დაპირების მიუხედავდ მაინც მოხდა საპირფარეშოს ბაღში მშენებლობა.

"სად გინახიათ ქალაქის ცენტრში იყოს საპირფარეშო. ტუალეტების ადგილების მეტი რა არის. იქ იყოს მოწესრიგებული ისე, რომ ადამიანს და ტურისტს შესვლა არ შეეზაროს", - განაცხდა საკრებულოს დეპუტატმა. გია ქობოლიანის ეს ინიციატივა დეპუტატების ნაწილმა მოიწონა, ხოლო ნაწილისთვის გაუგებარი გახდა, თუ რატომ არის პრობლემა ქალაქის ცენტრალურ ბაღში საზოგადოებრივი საპირფარეშოს ფუნქციონირება.

"სახლში ტუალეტი არ გაქვთ? რა პრობლემაა ვერ ვხვდები", - ამ რეპლიკით გამოეხმაურა დეპუტატების კამათს ქუთაისის მერი. მისი თქმით, ის არ სარგებლობს ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოებით. თუმცა, ქალაქის ცენტრში მისი ფუნქციონირება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

"მისაღებ ოთახში გაქვს ტუალეტი?", - რეპლიკაზე რეპლიკითვე უპასუხა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ირმა პეტრიაშვილმა.

ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წელს ააშენა და ისინი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.