ახალი ამბები
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
FaceBook
1 დეკემბერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ 1987 წელს გამოაცხადა.

მას მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ, თუმცა, წელს პანდემიის გამო მასშტაბური ღონისძიებები არ ტარდება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემბით, 2020 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში აივ ინფიცირების 197 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რაც 14-ით ნაკლები იყო წინა წლის იმავე მონაცემებზე. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ მოდის სამეგრელო, მესამე ადგილზე კი იმერეთია. 2020 წლის მაისის მონაცემებით, აივ ინფექციით გარდაცვლილია 38 ადამიანი.

შიდსი არის აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. ვირუსი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკაში აღმოაჩინეს, თუმცა, ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ); ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები და სექს მუშაკები.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.