ახალი ამბები
მთავრობის ადმინისტრაციის პასუხი „სუფთა სახლში“ პროდუქციის გაყიდვის შეზღუდვაზე
FaceBook
"სუფთა სახლში", რომელსაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ შეეხო, მხოლოდ ჰიგიენის საშუალებები იყიდება.

კომპანიის ქუთაისის ფილიალებში აცხადებენ, რომ  საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საახალწლო აქსესუარების  გაყიდვის უფლება მთავრობის გადაწყვეტილებით არ ეძლევათ.

ინფორმაციას არ ადასტურებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიას ყველანაირი პროდუქციის გაყიდვა შეუძლია.

"მათ შეუძლიათ გაყიდონ დახლზე არსებული ყველა პროდუქტი. ასეთი შეზღუდვა არ ყოფილა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

"სუფთა სახლის" ფილიალებში საახალწლო აქსესუარებსა და საჩუქრებზე წარწერა "24 დეკემბრამდე არ იყიდება" მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახალი შეზღუდვები დააწესა.

რაც შეეხება 24 დეკემბერს, საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები მოიხსნება. სამი იანვრიდან კი ისევ განახლდება და პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

კორონაპანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვა ნახეთ აქ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.