ახალი ამბები
"ნაციონალების" განცხადება ქუთაისის საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომის დატოვების შემდეგ იმ განცხადებებზე ისაუბრეს, რისი გაჟღერებაც საკრებულოს სხდომაზე სურდათ.

ფრაქციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობისთვის ცნობილი იყო მათი განცხადების შინაარსი, რის გამოც აზრის გამოთქმის საშუალება არ მიეცათ.

"ნაციონალების" განცხადებით, 19 ოქტომებრს ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც საჯარო სექტორში დასაქმებული პირებიც ესწრებოდნენ.

"ეს არ იყო აქცია. ეს იყო თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე, რაშიც უამრავი საჯარო მოხელე მონაწილებდა. გვსურს მივმართო, საკრებულოს წევრს კახა დვალიშვილს, რა ზომები მიიღო მას შემდეგ, რაც იმ თავდასხმისას საჯარო მოხელეები აღმოაჩინა, რადგან როგორც დვალიშვილმა განმარტა, იმ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სწორედ ამ მიზეზის დასადგენად იმყოფებოდა. ეს ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ხალხს ჩვენს წინააღმდეგ რაზმავდნენ, ბუმერანგივით დაუბრუნდებათ და ამას ქართველი ხალხი გააკეთებს,"- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

მისივე განცხადებით, მსგავსი ფაქტის განმეორება, ქალაქში ტურისტების მოზიდვას ხელს შეუშლის და შესაბამისად, ტურისტული სეზონი ჩავარდება, რაც ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ფრაქცია "ნაციონალების" წევრები ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, საკრებულოზე განსახილველი საკითხები ქალაქისთვის არაფრის მომტანი და უინტერესოა.

საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.