ახალი ამბები
"დღეს 421 თავისუფალი საწოლია" - თამარ გაბუნია
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია.
როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის ჯანდაცვის სექტორზე დიდი დაწოლა მოდის.

"ნაკადები არის ძალიან აქტიური, ინტენსიური, დიდი დატვირთვა მოდის დღეს ჯანდაცვის სექტორზე. თუმცა, არსებობს გარკვეული რესურსი დღესაც. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გადანაწილება და დიდი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე ანუ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა სხვაგან შედარებით ნაკლები. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი შენარჩუნებული იყოს მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში, რისთვისაც კოვიდსასტუმროები არიან მზად და საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ.

მიდის კომუნიკაცია უშუალოდ კლინიკებთან, ამ შემთხვევაში საუბარია კლინიკების და სასტუმროების უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობაზე იმისთვის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მოხერხდეს მარტივად,"- განაცხადა გაბუნიამ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.