ახალი ამბები
ქართველი ექიმი ავსტრიიდან - გამოსავალი შესაძლოა იყოს კრიზისის მართვის საბჭოს შეცვლა
FaceBook

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 4048 შემთხვევაა. 49 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებალია.


ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შორის უკვე არიან მედიკოსებიც. ინფექციის გავრცელების ყოველდღიურად მზარდი მონაცემების მიღმა სწორედ მათი, ექიმების, ექთნების და სამედიცინო დაწესებულების სხვა თანამშრომლების არაადამიანური შრომა დევს.

მათ მხრებზე დგას პანდემიასთან ბრძოლა, თუმცა ხშირად ამისთვის საჭირო ეკიპირება და აღჭურვილობაც კი არ აქვთ. მედიკოსები მოსახლეობას ყოველდღიურად წესების დაცვისკენ მოუწოდებენ, ითხოვენ ნიღბის ტარებას, ჰიგიენის და დისტანციის დაცვას. ეს დღეს ერთადერთი საშუალებაა მზარდი სტატისტიკის შესაჩერებლად.

მაგრამ ამ ბრძოლას აქვს მეორე მხარე. თავისმხრივ მოსახლეობა ინტერესდება, რატომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ დრო, რომელიც გაზაფხულზე მოიგო, პანდემიის მეორე ტალღის უფრო ეფექტურად დასახვედრად და სამართავად? ის, რომ ამის შესაძლებლობა არსებობდა, ადასტურებენ უცხოეთში მცხოვრები ექიმებიც, რომლებიც თავად არიან კორონავირუსთან ბრძოლის ეპიცენტრში.

რამდენად ეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რამდენად სწორად დაიხარჯა ფინანსები, მათ შორის კოვიდ სასტუმროების მოწყობაზე? უნდა უზრუნველეყო თუ არა სახელმწიფოს კლინიკები სასუნთქი აპარატებით? სად დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომები და რისი გაკეთებაა ჯერ კიდევ შესაძლებელი ეპიდემიასთან ეფექტურად გასამკლავებლად? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემა "ქუთაისიპოსტმა" ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქართველ ექიმს, რადიოლოგ ირმა კვიცარიძეს სთხოვა. ვინაიდან ინტერვიუს მიმოწერის სახე ჰქონდა, ექიმის პასუხს ერთიან ფორმატში გთავაზობთ. 

ირმა კვიცარიძე, ექიმი: მოდით ასე შევთანხმდეთ, მე ვერ გეტყვით სად დაუშვა საქართველოს მთავრობამ შეცდომა, მაგრამ გეტყვით მე რას გავაკეთებდი, რას არ გავაკეთებდი და ახლა სად ვხედავ გამოსავალს. დასკვნა თქვენ და თქვენმა მკითხველმა გააკეთეთ. ამის თქმის უფლებას ნაწილობრივ მაძლევს ის, რომ უკვე 23 წელია ვმუშაობ, ავსტრიის ერთ-ერთ მოწინავე საუნივერსიტეტო კლინიკაში (ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა, მკურნალობასთან ერთად, მეცნიერული კვლევებითაა დაკავებული). ასევე გახლავართ გერმანულენოვან ქვეყნებში სერტიფიცირებული, სამედიცინო დაწესებულებების აუდიტორი და ვფლობ MBA-ს მედიცინის ადმინისტრირების სპეციალისტის წოდებას.
მსოფლიო პანდემიის დასაწაყისშივე, მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა გააკეთეს საკმაოდ რეალური შეაფასება პანდემიის განვითარებისა. მალე გამოიკვეთა სამი ძირითადი იარაღი, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად დაგვეხმარებოდა: 1. ნიღაბი; 2. ჰიგიენა; 3. სოციალური დისტანცია. მათივე შეფასებით, სიტუაციის კონტროლისათვის საჭირო იქნებოდა ვაქცინა და მედიკამენტი, ვაქცინის შესაქმენლად საშუალოდ წელიწად ნახევარი განსაზღვრეს. რაც შეეხება მედიკამენტებს, დღემდე მიმდინარეობს მათზე მუშობა, უკვე არსებული მედიკამენტების დაკვირვება და ა.შ. ასევე, ექსპერტებმა მკაფიოდ გვითხრეს, რომ კარგა ხანს მოგვიწევდა კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება. ამისათვის კი ზემოთხსენებული სამი საშუალება გამოგვადგებოდა.

პირველი ლო
დაუნის მთავარი მიზეზი იყო უცნობი ვირუსის უკეთ შესწავლა, თავის დაცვა მოულოდნელი სიურპრიზებისაგან. უკეთ მომზადება და სიტუაციის კონტროლი. ლოქდაუნის პირველი დღიდანვე მიღებული გამოცდილების და სხვა ქვეყნების მაგალითზე, კარგი ანალიზის გაკეთება, ამ გამოცდილების საკუთარი ქვეყნის რესურსებზე და შესაძლებლობებზე მორგება, პირველი სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

1. აუცილებლია სამედიცინო რესურსების რეალური შეფასება. შესაძლოა ქვეყანაში დგას, პირობითად, 1000 სასუნთქი აპარატი, მაგრამ მარტო მისი არსებობა არ ნიშნავს რომ მე მას გამოვიყენებ. უნდა შემოწმდეს მისი ვარგისიანობა. ასევ ყველა აპარატს სჭირდება კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, ექიმი, ექთანი. საწოლთა საკმაო რაოდენობაა საჭირო და მთელი სხვა რიგი აპარატურა პაციენტის დაავადების მიმდინარეობაზე დასაკვირვებლად. ხარისხიან მედიკამენტებზე აღარ ვსაუბრობ. ასევე მედპერსონალი, პირობითად გვყავს სულ 30000 ექთანი და 10000 ექიმი. უნდა ვიცოდე, რომ ამ რაოდენობიდან სამუშაო რეჟიმში შეიძლება მყავდეს მხოლოდ 65 %, დანარჩენი უნდა იყოს გათვლილი რომ ადამიანს სჭირდება დასვენება, შესაძლოა პერსონალი დაავადდეს და იყოს სხვა პირადი მიზეზები. ამიტომ გათვლა უნდა ხდებოდეს სწორედ ამ 65 %-დან და არა 100%-დან.

2. კლინიკების მზაობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში კლინიკების 70% არის კერძო და 30% სახელმწიფო. ასეთი თანაფარდობა თავისთავად დიდი პრობლემაა და ამ პრობლემის მიზეზები ცალკე საკითხია. სამწუხაროდ სწორედ სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის ამ არასწორმა თანაფარდობამ დღეს ლომისწილი ითამაშა იმ პრობლემების ჩამოსაყალიბებლად, რაც საქართველოს სამედიცინო სისტემაშია. აქედან გამომდინარე, რასაც გავაკეთებდი პირველ რიგში, სწორედ კლინიკების ამ 30%-ის სრულ მობილიზებას მოვახდენდი. რეგიონების მიხედვით მსხვილი საწოლფონდის მქონე ორ კლინიკას სრულად კოვიდ პაციენტებისათვის მოვამზადებდი, დანარჩენში კი სხვა დაავადების მქონე პაციენტებს გადავამისამართებდი. ასევე მოვახდენდი სახელმწიფო პოლიკლინიკების სრულ რესტრუქტურიზაციას. იგივე განაწილებით, რეგიონებში რამდენიმე პოლიკლინიკას დავტოვებდი მსუბუქი კოვიდპაციენტების სამართავად, დანარჩენებს სხვა ნოზოლოგიებისათვის დავტვირთავდი.

3. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის მომზადება. მუდმივი სწავლება, ტრენინგი, გადამზადება. ოჯახის ექიმს უნდა ჰქონდეს მასზე მიმაგრებული პაციენტების სია (საინფორმაციო ბაზა), რომელშიც გამოყოფილი იქნება რისკ ჯგუფები, ანუ ის კონტინგენტი ვისაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება, რაც სამომავლოდ პაციენტების უკეთ მართვაში და მათთან კომუნიკაციის გაადვილებაში დაგვეხმარებოდა. ოჯახის ექიმებს მოვუწესრიგებდი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, კომპიუტერს, ტელეფონს, წვდომას სწრაფ ინტერნეტზე.

4. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მოვამზადებდი, მაგალითად, ჩავრთავდი კონტაქტების გამოკვლევის საკითხში, რაც თავისთავად ტესტირების ალგორითმს გააადვილებდა.

5. რასაკვირველია, აუცილებელია სამედიცინო პერსონალის ერთჯერადი სამოსით საკმარისად აღჭურვა (მინიმუმ ყოველდღე უნდა გამოიცვალოს).

6. ექიმების მუდმივი ტრენინგი.

7. მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება.

8. მკურნალობის პროტოკოლების აღმოჩენაზე დროს არ დავკარგავდი, ველოსიპედს მეორედ გამოგონება არ სჭირდება. გადავხედავდი ქვეყნების სატატისტიკას და სადაც უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ავადობის მართვის, სწორედ მათგან გამოვითხოვდი ოფიციალურად მკურნალობის სქემებს, ტელემედიცინის საშუალებით, ჩავრთავდი უცხოელ სპეციალისტებს და მოვაწყობდი მედპერსონალის სწავლება-გადამზადებს.

9. შევქმნიდი ექსპერტთა საკორდინაციო საბჭოს, რომელიც კონტროლს გაუწევდა პანდემიაში მონაწილე ყველა სტრუქტურას.

10. შევქმნიდი სტატისტიკურ გეგმას, რაც ითვალისწინებს დაავადების რიცხვის რა მაჩვენებელზე რა ნაბიჯები უნდა გადამედგა, რაც გაწერილი მექნებოდა ყველა სტრუქტურისათვის. მაგალითისათვის, თუ მყავს 1000 ინფიცირებული, რესურსების მობილიზების რომელი საფეხური იქნება ეფექტური, რომ პროცესი წარმატებით ვმართო.

11. შევქმნიდი საერთო გზამკვლევს და კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სამ იარაღს: 1.ნიღაბი; 2.ჰიგიენა; 3.სოციალური დისტანცია, დავუქვემდებარებდი ყველა სტრუქტურას, ბაგა-ბაღებს, სკოლებს, კაფე-რესტორნებს, ბიუროებს, მაღაზიებს და ა.შ. ამ სამი იარაღის გამოსაყენებლად შევქმნიდი პირობებს, (დაწყებული ავტობუსის გაჩერებაზე დგომის წესიდან, დამთავრებული სკოლებში მაგიდების და სკამების განლაგების სქემით), რომ ადამიანებს შეძლებოდათ კორონასთან ერთად გაეგრძელებიათ თანაარსებობა. საკმარისზე მეტად მოვიმარაგებდი ნიღაბს, სადეზინფექციო საშუალებებს.

12. მასობრივი ტესტირება. განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებებში (ყოველდღიური სწრაფი ტესტი), სკოლებში, ტურიზმის სფეროში.

13. ტესტირების ქუჩების მოწყობა, სადაც მოქალაქე ვისაც შესაძლებლობა აქვს, ავტომობილით მიდის, მანქანიდან გადმოუსვლელად უტრადება ტესტირება და სახლში დაბრუნებულს მისდის პასუხი. პასუხის მიხედვით თანდართული რეკომედნაციები, ეს პირველ ეტაპზე სმს შეტყობინებითაც შესაძლებელია.

14. არც ერთი დღით არ ჩამოვრჩებოდი მსოფლიო კოვიდ ინფორმაციის მაჯისცემას (ვგულისხმობ მკურნალობის მეთოდების განახლებას).

15. ვიმუშავებდი აქტიურად მედიასთან, რომელსაც მოსახლების აქტიური ინფორმირებისათვის გამოვიყენებდი.

16. სატრანსპირტო საშუალებებს მოვამზადებდი. განრიგს უფრო ხშირს გავხდიდი. დიდ ქალაქებში პიკის საათში საზოგადო ტრანსპორტის რაოდენობას გავაასმაგებდი, რაც მოქალაქეს დისტანციის დაცვის საშუალებას მისცემდა.

17. სკოლების და უნივერსიტეტებს მოვამზადებდი დისტანციური სწავლების რეჟიმისათვის.

18. სწორედ სამი ძირითადი იარაღის გამოსაყენებელი პირობების შესაქმნელად შვქმნიდი დამატებით სამუშაო ადგილებს, მოხალისეთა ჯგუფებს.

19. საგადასახადო შეღავათებით წავახალისებდი ბიზნესსტურქტურებს, პირველი, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და მეორე ჩაერთონ ვირუსთან ბრძოლის კამპანიაში (მაგალითად, კომუნიკაციების დარგის წარმომადგენლებს. რამოდენიმე ქვეყანაში ლოქდაუნის დროს ექიმებისათვის სატელეფონო საუბრის ტარიფები შემცირდა ან განულდა).

რას არ გავაკეთებდი:

1. კეკლუცობაში არ დავკარგავდი დროს, "სტოპ კორონა" აპილკაციას არ შევიძენდი. ამ აპლიკაციამ რომ იმუშაოს მოსახლეობის სულ მცირე 75 % – მა უნდა ჩამოტვირთოს (ინტერნეტზე წვდომა უნდა ჰქონდეს). აბა, წარმოიგინეთ, საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს მისი გამოყენების საშუალება? ასევე, ექიმის დამხმარე რობოტს ჯერ არ შევიძენდი.

2. კოვიდ სასტუმროებს ამ ფორმით არ გავაკეთებდი. მაქსიმუმ 72 საათი გავაჩერებდი ჩამოსულ სტუმარს, რომელსაც 72 საათის შემდეგ გავუკეთებდი ტესტს და შედეგის მიხედვით მივიღებდი გადაწყვეტილებას. არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებდი მას პაციენტების განსათავსებლად, მითუმეტეს, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ არ არის და საჭირო სამედიცინო ზედამხედველობის უზრუნველყოფაც შეუძლებელია. (აღარ ვსაუბრობ ამ სასტუმროების შემდეგ დასუფთავება-სანიტარულ დამუშავებაზე)

3. საარჩევნო სარეკლამო აგიტაციაში არ დავხარჯვდი არც ერთ თეთრს. გაკეთებული საქმე იქნებოდა საუკეთესო საბაბი ხმების მოსაპოვებლად.

შეგვიძლია ბევრზე ვისაუბროთ, როგორც თქვენ ამბობთ, მართლაც თუ სასტუმროებში 65 მილიონი ლარი დაიხარჯა, გამოდის რომ ფინანსური რესურსი უაზროდ გაიფლანგა.

ამ მომენტში გამოსავალი შესაძლოა იყოს: კრიზისის მართვის საბჭოს შეცვლა, მხოლოდ პროფესიონალების შეკრება და შეძლებისდაგვარად ამ სამი იარაღის გამოყენების პირობების შექმნა: მედპერსონალის თვალის ჩინივით გაფრთხილება. კერძო კლინიკებიდან, იმ 70% - დან გარკვეული საწოლების გამოყოფა, არც ერთი ცენტი ზედმეტი ანაზღაურება გარდა სხელმწიფო ტარიფისა, კოვიდ პაციენტების მოვლისას. მკურნალობის პროტოკილების გადახედვა-განახლება. გამოიყენონ ის პოტენციალი, რაც არსებობს უცხოეთის, წარმატებული ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან ინფორმაციის და გამოცდილების სწრაფი გაცვლისათვის.

მასობრივი ტესტირება!

საქართველოში კორონავირუსით 104 732 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 976 პაციენტი, 85 639 კი გამო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო
არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია.
17:46 / 03.12.2020
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია.
ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო
მთავრობამ პანდემიის პრევენციისთვის შეზღუდვები ისევ გაამკაცრა.
12:50 / 03.12.2020
ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო მთავრობამ პანდემიის პრევენციისთვის შეზღუდვები ისევ გაამკაცრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.