ახალი ამბები
ვინ უნდა მოაწესრიგოს პანთეონი - ქუთაისის მერიის განმარტება
FaceBook
ქუთაისის მერიის განმარტებით, რომ  მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის ორგანიზება და ტერიტორიის მოწესრიგება შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ის ვალდებულებაა. 

შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ში   კი განმარტავენ, რომ ისინი მხოლოდ დაკრძალვის მომსახურებასა და ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგებაზე არიან პასუხისმგებელი.

"შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ის ფუნქცია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთან დაკავშირებით განისაზღვრება მხოლოდ დაკრძალვის მომსახურების უზრუნველყოფითა და ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგებით. პანთეონის ტერიტორიაზე ბალახის მოთიბვისა და ნარჩენების გატანის სამუშაოები რეგულარულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წვიმიანი სეზონის გამო, სწრაფად მზარდი ბალახის სრულყოფილი გაწმენდა შეფერხებულია, თუმცა სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მდგომარეობა კონტროლდება", - განმარტავენ ორგანიზაციაში. 

შპს "ქართული ტრადიციები 2011" მუნიციპალური ორგანიზაციაა, რომელიც ქუთაისის მერიას ექვემდებარება. 

პანთეონი, სადაც საზოგადო მოღვაწეები არიან დაკრძალულები, მოუვლელია. ტერიტორია ბალახით არის დაფარული, ხოლო საფლავის ქვებზე წარწერები ნაწილობრივ წაშლილია.

მწვანეყვავილას პანთეონი 1956 წელს დაარსდა და სწორედ ამ წელს გადაკეთდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კერამიკული პანო
„კოლხურის“  შესაძლო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ
ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
10:59 / 10.06.2026
ქუთაისის მერიაში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კერამიკული პანო „კოლხურის“  შესაძლო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი
კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას შპს „მოდერნ ბილდინგ კომპანი“
ახორციელებს, თუმცა კომპანია მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებს.
16:49 / 09.06.2026

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას შპს „მოდერნ ბილდინგ კომპანი“ ახორციელებს, თუმცა კომპანია მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.