ახალი ამბები
ქუთაისში 20:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 33 823 -მა ადამიანმა გააკეთა
FaceBook
ქუთაისში 20:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 33 823 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21,85%.
ამომრჩეველთა ეს აქტივობა ნაკლებია პირველი ტურის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარია შესული. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება.

პირველ ტურში ანალოგიურ დროს, საკუთარი არჩევანი 73 813 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47,62% იყო.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 620-მა პირმა გამოხატა.

პირველ ტურზე, ანალოგიურ დროს საკუთარი არჩევანი 59 940 დააფიქსირა, რაც ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,6 % იყო.

21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, ქუთაისში ასევე მიმდინარებს მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2020



მსგავსი სიახლეები
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე
იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
13:43 / 23.11.2020
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
11:03 / 23.11.2020
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.