ახალი ამბები
ქუთაისში 10 : 00 საათის მონაცემით ხმა 4 223 ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 4 223 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 2,79 % მივიდა.

პირველ ტურში ანალოგიურ დროს 11 154 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიოს 7,2 % იყო.

''კენჭისყრის პროცესი მშვიდად  მიმდინარეობს'', - განაცხადა ლალიაშვილმა.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 154 928 ამომრჩეველი. გახსნილია 130 უბანი. აქედან 7 სპეცუბანია, 7-დან 6 უბანი - კოვიდუბანია. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 620-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2020
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.