ახალი ამბები
,,პროექტი ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით" - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
FaceBook
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივ პროტესტს გამოეხმურა. მინისტრის მტკიცებით, ყველანაირი უსაფრხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება გადაჭარბებილია.

“პროექტი ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. ნებართვა გაცემულია და ის ფაქტი, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ, ხელისუფლება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდებით მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

ამიტომ, ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვეწევით. აქედან გამომდინარე, რაიმე წუხილი ამასთან დაკავშირებით ნამდვილად გადაჭარბებულია”,
– განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ასეთ მასშტაბის პროექტებს მსგავსი მღელვარება თან ახლავს.

სოფელ ნამახვანში თითქმის ერთი თვეა ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მართვენ. ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანის მოთხოვნით ადგილობრივები ღამესაც ათევენ.

,,ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 19 ნომბერს ქუთაისში აქცია გაიმართა. მორიგი საპროტესტო გამოსვლა წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში, 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.

გასულ კვირას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროტესტის მონაწილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა.მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.