ახალი ამბები
არსებული ინფორმაციით, ტყიბულში 43 მეშახტეს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
ტყიბულში კომპანია "საქნახშირმა", შესაძლოა მუშაობა დროებით შეაჩეროს.

გავრცელებული ინფორმაციით, შახტის 43 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 13 ნოემბერს ჩატარებული ტესტების პასუხები დღეს 219-მა თანამშრომელმა მიიღო, დანარჩენების შედეგებს ხვალ ელოდებიან. 

კომპანია "საქნახშირის" ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ 43 თანამშრომლის პასუხი საეჭვოა.

"43 თანამშრომელზე იყო საუბარი, მაგრამ დაზუსტებით ჯერჯერობით ვერაფერს ვამბობთ. ყველა ერთად ველოდებით დანარჩენების პასუხებსაც და შემდეგ გავავრცელებთ ოფიციალურ ინფორმაციას. ვნერვიულობთ და ვართ მოლოდინის რეჟიმში", - განუცხადეს ქუთაისიპოსტს კომპანია "საქნახშირში".

თანამშრომლების სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმირებულები არიან სხვა მეშახტეებიც. 

"200 ადამიანის პასუხი მოვიდა და 43 აქვსო ასე თქვეს. დღის ბოლომდე ელოდებიან კიდევ პასუხებს და ნაწილს ხვალ", -ამბობს ერთ-ერთი მეშახტე გოჩა გაბუნია. 

ტყიბულის შახტში 1170 ადამიანი მუშაობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.