ახალი ამბები
„ვიცავთ ჩვენს მამულს!“- მორიგი აქცია ნამოხვანჰესის წინააღმდეგ
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისი-ალპანას გზა კიდევ ერთხელ გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" გასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გახსნას არ აპირებენ. ადგილობრივები ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ.

"21-ე დღეა აქ ვართ და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ჩამოვიდეს ოფიციალური პირი ხელისუფლებიდან და გვითხრას როდის გავა კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გზაზე ვერ გაივლის ვერც ერთი მანქანა გარდა სასწრაფო დახმარებისა. ჩვენ ვიცავთ ჩვენ მამულს და არ დავთმობთ სისხლის დაღვრაც რომ მოგვიწიოს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 21-ე დღეა ადგილობრივები საპროტესტო აქციას უწყვეტ რეჟიმში მართავენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ღამეებს ათევენ.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ჰესის მშენებელობის ადგილი 23 ოქტომბერს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოინახულა. მინისტრმა მშენებლობა საუკუნის პროექტად შეაფასა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.