პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
კორონავირუსი დაამარცხა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერს
PCR ტესტი ჩაუტარდა, რამაც უარყოფითი პასუხი აჩვენა.
დღეიდან იგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
გიორგი გახარიას კორონავირუსი 2 ნოემბერს
დაუდასტურდა. 31 ოქტომბრიდან ის თვითიზოლაციაში მას შემდეგ
გადავიდა, რაც დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც ვირუსი დაუსდასტურდა,
ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები