ახალი ამბები
ქუთაისში ანტიძალადობრივი აქცია დაიგეგმა
FaceBook
ქუთაისში, დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ 19:00 საათზე სამოქალაქო აქტივისტები აქციას გეგმავენ.

ორგანიზატორების განმარტებით, ისინი თბილისში, მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებას და მომხდარ დაპირისპირებას დაგმობენ.

"გამოდით ქუთაისში დღეს, 19:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე და გააპროტესტეთ სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული პირდაპირი ძალადობა მანისფესტაციაზე შეკრებილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რვა ნოემბერს ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და მათზე ზრუნვის ყველანაირი პასუხისმგებლობა გვერდზე გადადო", - განმარტავს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან კოვიდრეგულაციები და იქონიონ პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარი და დაიცვან სოციალური დისტანცია.
სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ იქონიონ ქოლგები, რათა წყლის ჭავლით დაშლის პერფორმანსი დადგან.

სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები 8 ნოემბერსაც, გვიან ღამით მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ.

ამით სოლიდარობა გამოხატეს თბილისში მომიტინგეების მიმართ, რომელთა დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით სცადეს.

8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. აქციის ლიდრებმა მთავრობას საღამომდე მისცა დრო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მომიტინგეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ. სწორედ, მაშინ გამოიყენეს მათ მიმართ წყლის ჭავლი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.