ახალი ამბები
კორონავირუსის ვაქცინის სავარაუდო ფასი ცნობილია
FaceBook
კორონავირუსის ვაქცინების მომავალი ბაზარი ექსპერტებმა 10 მილიარდ დოლარად შეაფასეს წელიწადში.


ამის შესახებ The Guardian-ი Morgan Stanley-სა და Credit Suisse-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

ეს ბანკები საკუთარ პროგნოზებში ვარაუდობენ, რომ ადამიანებს კოვიდისგან ვაქცინირება ყოველ წელს მოუწევთ, ისევე როგორც გრიპის შემთვევაში, ხოლო ერთი დოზის საშუალო ფასი 20 დოლარი იქნება.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი მეთიუ ჰარისონი თვლის, რომ თუ კორონავირუსისგან აიცრება იმდენივე ადამიანი, რამდენიც გრიპისგან, ფარმაცევტული კომპანიების მოგება შტატებში, ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში წლიურ 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ექსპერტი ვაქცინის ერთი დოზის წარმოებას 5-10 დოლარის ფარგლებში პროგნოზირებს. ბაზრის მოცულობა კი იმაზე იქნება დამოკიდებული, გახდება თუ არა ვაქცინაცია ყოველწლიურად სავალდებულო, ასევე თავად ვაქცინის ღირებულებაზე, შედეგად კი მსოფლიოს მასშტაბით ის შეიძლება 25 მილიარდ დოლარამდეც გაიზარდოს.

Credit Suisse-ის ანალიტიკოსი ევან სეიგერმანი ფიქრობს, რომ მხოლოდ ამერიკის ბაზარს შეუძლია მიაღწიოს 10 მილიარდ დოლარს, ეს ფასი კი მიღებულია Pfizer-ის ვაქცინის სავარაუდო ფასიდან, რომელიც 19,5 დოლარი ღირს და დაახლოებით 330 მილიონი ყოველწლიურად ასაცრელი ადამიანების რაოდენობიდან, ისე რომ, ორი დოზით აიცრან წელიწადში.


AstraZeneca-ს ვიცე-პრეზიდენტი მენე პანგალოსის განცხადებით, მათი ფარმაკომპანია იმედოვნებს, რომ ვაქცინა, რომელიც მუშავდება ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთობლივად, სულ ცოტა 1 წელიწადი დაიცავს ადამიანებს კორონავირუსისგან.

წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.