ახალი ამბები
რატომ დატოვა ქუთაისის საოლქო კომისიამ ოპოზიციური პარტიების საჩივრები განუხილველი?!
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 44 საჩივრიდან 17 განუხილველი დატოვა.

საჩივრების უმრავლესობა, რომლებიც კომისიამ სხდომაზე არ გაიტანა, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებს ეკუთვნოდა, ნაწილი კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეადგინეს.
საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საჩივრების ნაწილი იურიდიულად გაუმართავი იყო, ხოლო ნაწილი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შედგენილი. ოპოზიცია კი თვლის, რომ კომისიამ შეგნებულად თქვა უარი უბნებზე მათი წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვაზე, რათა დარღვევების მასშტაბი ხელოვნურად შეემცირებინა.

საოლქოს მიმართ პრეტენზიები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

"სამართლიანი არჩევნებისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში,  ნათქვამია, რომ საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობა სახელდებოდა, მაშინ, როცა საჩივრის შეტანის მომენტში დამკვირვებლები ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ.

"ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმომადგენელი სხდომაზე 7 საათზე დაიბარა, ხოლო სხდომა უფრო ადრე გამართა და საჩივრის განუხილველობის შესახებ განკარგულება 1 საათით ადრე, 6 საათზე გაუგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა სხვა საოლქო კომისიებშიც.

საჩივრების ავტორებისთვის არაობიექტურობის განცდას ტოვებს ის შედეგიც, რაც საჩივრების განხილვას მოჰყვა. ქუთაისის საოლქო კომისიამ 44 საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა სრულად. ორი ნაწილობრივ, 16 საჩივრის ავტორის პროტესტი კი კომისიის წევრებმა არ გაიზიარეს.

საჩივრების განხილვას ოპოზიციური პარტიები 5 ნოემბერს დღის ბოლომდე ელოდებოდნენ. საოლქოს ინფორმაციით, კომისიაში 6 საჩივარი იყო განსახილველი, სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი გაირკვა, რომ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი შეიტანეს, რომელიც #102 უბნის შედეგების ხელახლა გადათვალს გულისხმობდა. თუმცა, უბანზე, რომლის ბიულეტენებიც კომისიამ თავიდან დათვალა, შედეგებს არავინ აპროტესტებდა. უბნის გახსნა მხოლოდ იმიტომ გადაწყდა, რომ საოლქო კომისიას, საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის პროცესის სიზუსტით ჩატარება ეჩვენებინა.

საბოლოოდ, კომისიის წევრებს ბიუელეტენების დათვლა ერთი საათის დაგვიანებით, საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია. აქციის მონაწილეები, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, სამართალდამცველებმა შენობაში არ შეუშვეს, რასაც ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.