ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ, სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის პარალელურად, საოლქო კომისიაში სხდომა დაიწყო.

სხდომა კომისიამ მას შემდეგ გახსნა, რაც შენობიდან აქციის რამდენიმე მონაწილე ძალის გამოყენებით გაიყვანეს. კომისიაში ახლა #102 უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს.

საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. კომისიის წევრებს სხდომის დაწყების საშუალებას შენობაში მყოფი აქციის მონაწილეები, არ აძლევდნენ.
კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვილის თქმით, აღნიშნული უბანი შეირჩა სადემონსტრაციოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ უბნებზე პროცესები დარღვევის გარეშე მიმდინარეონდა. კომისიას დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი აქვს და ეს ეხება აღნიშნული უბნის ბიულეტენების განმეორებით დათვლას. რაც შეეხება ოპოზიციის რამდენიმე საჩივარს, კომისიის წევრები ამბობენ, რომ არც ერთი საჩივარი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი განუხილველი დარჩა.

საოლქო კომისიის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია გრელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაელოდებიან სხდომის დასრულებას და ამის შემდეგ დასახავენ სამოქმედო გეგმას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.