ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიიციის წარმომადგენლებმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აქციაში მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს.
თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა
სამართალდამცავები ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას შეეცადნენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა აქტივისტი პოლიციას არ დაანებეს.
აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
თუმცა მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. საოლქოს წარმომადგენლების განცხადებით, სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აკრედიტირებულ პირებს ეძლევათ.

"ჩვენ მერობის კანდიდატები ვითხოვთ შესვლას, გამომხედეთ და შეგვიშვით, ვხედავ რომ დაშინების ფონზე მიდის საჩივრების განხილვა, კატეგორიულად ვამბობ შეგვიშვით, არ შეგრჩებათ ხალხის ხმები"-, აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის"მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბეროძე.

ქუთაისის საოლქო საარცევნო კომისიის შენობასთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული ისინი საოლქოს წინ დგანან, რომ შენობაში არავინ შევიდეს

საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ სცნობს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა, რის გამოც ისინი მიღებული მანდატით პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიცია არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მათი მოთხოვნაა ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა გუნდმა პარლამენტში 75 მანდატი მოიპოვა და უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი მანდატი სჭირდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის
ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან
დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას
განცხადებით მიმართავს.
15:49 / 15.02.2026
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას განცხადებით მიმართავს.
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის
პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.
11:32 / 12.02.2026
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.