ახალი ამბები
"ქუთაისის საოლქო კომისია საჩივრების განხილვაზე უარს ამბობს", - სტრატეგია აღმაშენებელი
FaceBook
"სტრატეგია აღმაშენებელი" ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

პარტიის ადგილობრივ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ საოლქო კომისიამ საჩივრების ნაწილი განუხილველად დატოვა.

"დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც უნდა მოხდეს საჩივრების განხილვა. ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ დღეს არ არის სხდომა ჩანიშნული. როცა მიზეზი ჰკითხა, უთხრა, რომ პასუხს წერილობით მიიღებდა. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ქუთაისის გარდა, რომ საჩივრები არ განხილულიყო. ჩვენ ამას არ შევეგუებით და მოვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს",- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ.

მისი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ქუთაისში, სადაც 130 საარჩევნო უბნიდან უმრავლესობის შემაჯამებელი ოქმები არასწორია.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ 6 საჩივარი ჯერ კიდევ განუხილველია, თუმცა, არის თუ არა დღეს სხდომა ჩანიშნული,სადაც მათი განხილვა უნდა მოხდეს, ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.