ახალი ამბები
"პოლიციაც ერთგვარი თანამონაწილე იყო" - ქუთაისის მერობის ნაცემი კანდიდატი
FaceBook

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, რომელიც არჩევნების დღეს სცემეს, გამოძიებას არ ენდობა.


ირაკლი კიკვაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ პოლიციამ მხოლოდ ორი ადამიანი (დაზარალებული და მისი თანმხლები პირი) დაკითხა, მაშინ როცა, დაახლოებით 15-მდე ადამიანი სცემდა.

"მე და ჩემი თანხმლები პირი დაგვკითხეს, სხვა მხარე არც დაუკითხავთ, ამის მერე მე, რა თქმა უნდა, არ ვენდობი გამოძიებას. მეტიც იმ დღეს, პოლიციაც ერთგვარი თანამონაწილე იყო, მცემდნენ და ვინც მცემდა ის განარიდეს, მერე მეკითხებოდნენ ვინ გცემაო,''
- განმარტავს ირაკლი კიკვაძე.

ის ამბობს, რომ აუცილებლად იბრძოლებს დამნაშავის დასასჯელად.

31 ოქტომბერს, ირაკლი კიკვაძეს #35-ე საარჩევნო უბაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამბობს, რომ უბანზე მას და მის თანმხლებს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპისრიპირდნენ.

შემთხვევას ადასტურებენ უბანზე მყოფი დამკვირებლებიც. ირაკლი კიკვაძეს ცემის შედეგად სახის არე ქონდა დაზიანებული.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების ხელიშეშლად ითვლება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში, მერობის კანდიდატის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ქუთაისის საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მერობის კანდიდატს სცემეს

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.