ახალი ამბები
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
FaceBook


ტელეკომპანია იმედის~ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.


18:00 საათის მონაცემებით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23%

ევროპული საქართველო - 3%

ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3%

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 3%

„გირჩი“ - 3%

შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1%

მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%

სხვა პარტიები - 5%

აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს.

ეგზიტპოლი ამერიკულმა ორგანიზაციამ, Public Opinion Strategies-მა ჩაატარა.

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი - მაჟორიტარები.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.


31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12:51 / 02.11.2024
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.