ახალი ამბები
ქუთაისში ფოტოკონკურსი „ილო 2020“ იწყება
FaceBook

ქუთაისის მერია ყოველწლიურ ფოტოკონკურსს "ილო 2020" აცხადებს.


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.

ფოტოკონკურსის ძირითადი თემად "ქუთაისი" რჩება. კონკურსის პირობების თანახმად, ფოტონამუშევრებზე ასახული უნდა იყოს ავტორის პირადი დამოკიდებულება ქუთაისთან.

კონკურსს გააჩნია რამდენიმე რუბრიკა. კერძოდ, "ჩვენი ქალაქის პორტრეტები", სადაც მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პორტრეტული ნამუშევრები.

ასევე,  რუბრიკა "ჩემი ქალაქი" - ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებისთვის, მონაწილეებმა თავის ნამუშევრებში უნდა ასახონ თავისი მშობლიური ქალაქი, მისი ინდივიდუალობა და ხასიათი.


კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული ფოტოგრაფია, ფოტორეპორტაჟი ).


კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.


საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2020 წლის 27 ნოემბრიდან -12 დეკემბრის ჩათვლით.


შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 17 დეკემბერს.


ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია :

ძირითადი კონკურსი: " ქუთაისი" : პირველი პრემია - 875 ლარი, მეორე პრემია - 625 ლარი, მესამე პრემია - 375 ლარი.


რუბრიკები: "ჩვენი ქალაქის პორტრეტები" : პირველი პრემია - 875 ლარი, მეორე პრემია - 625 ლარი, მესამე პრემია - 375 ლარი.

"ჩემი ქალაქი" (დაძმობილებული ქალაქებისთვის) - გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქარი, (2021 წლის 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე, ამასთან, სასტუმროს და კვების ხარჯს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია).

ფოტოკონკურსის ფარგლებში, დაჯილდოების დღეს, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები და 50 საუკეთესო ფოტო.

კონკურსი ეძღვნება ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ხსოვნას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.