ახალი ამბები
WizzAir-ი ქუთაისის ბაზაზე 2021 წლის ზაფხულზე დაბრუნება
FaceBook
WizzAir-ი  ქუთაისის ბაზაზე 2021 წლის გაზაფხულის სეზონზე დაბრუნდება. ამის შესახებ უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განაცხადა.
ანდრაშ რაშოს ცნობით, ფრენების აღდგენა რომელიმე ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული. 

''ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით", - განაცხადა ანდრაშ რადომ.

რადოს თმით, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა.


''ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით''-, განმარტავს რადო.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ი-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

უნგრულმა ავიაკომპანია WizzAir-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე კორონავირუსის გამო შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა.

კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა. 4 ოქტომბრიდან 6 თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.