პოლიტიკა
ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს, კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.
კანდიდატს პოლოტიკური პარტია ,,ლელოდან" მოუწოდებენ, რომ უარი თქვას უთანასწორო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ზაზა ლომინაძე 10 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნაზე იყო მიწვეული, სადაც მას სიტყვით გამოსვლა სთხოვეს. მოქმედმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ ,,ესტაფეტა ლომინაძემ უნდა გადაიბაროს."

,,პრემიერაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი, ბილეთები არ გაყიდულა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ზაზა ლომინაძე. მას ასევე მისცეს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. მოქმედმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ესტაფეტა ლომინაძემ უნდა გადაიბაროს. ეს არის არამხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ ყველა ქუთაისელისთვის საყვარელი მესხიშვილის თეატრის შეურაცხყოფა და კულტურის პარტიული პოლიტიკისთვის გამოყენების საბჭოთა ტრადიციის გაგრძელება. მოვითხოვ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან - პარტიული პოლიტიკის ასპარეზად ნუ გადააქცევენ ხალხის ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს კი მოვუწოდებ, უარი თქვას კანონდარღვევით უთანასწორო საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე,"- აცხადებს ,,ლელოს" მაჟორიტარობის ჯანდიდატი ქუთაისში ანა ნაცვლიშვილი.

მესხიშვილის თეატრში აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნიათ. ,,ქართული ოცების" კანდიდატი ღონისძიებაზე საკუთარი სურვილით მივიდა.

,,არც ,,ქართული ოცნება" დამიპატიჟებია და არ არავინ გარდა მერისა და გუბერნატორისა. არცერთი საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირი არ მოგვიწვევია, თავისი სურვილით მოვიდა ,,ქართული ოცნების" კანდიდატი და ,,ლელოსაც" შეეძლო თავისი სურვილით მოსულიყო,"- განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.


დაარღვია თუ არა კანონი ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ამ კითხვით ,,ქუთაისიპოსტმა" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. ორგანოზაციაში აცხადებენ, რომ ფაქტს შეისწავლიან. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.