ახალი ამბები
,,ტორპედოს" ახალი ინვესტორისთვის გადასაცემად ხელშეკრულება მზადდება
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო  კლუბი  ,,ტორპედო" იტალიელი ინვესტორისთვის ოფიციალურად გადასაცემად მზადდება.

საფეხბურთო კლუბით დაინტერესებული ინვესტორი ქუთაისში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ინვესტორისთვის კლუბის გადაცემის საკითხის ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულება შესრულებულია და დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

,,სახელმწიფოს მხრიდან ფაქტიურად ვალდებულება შესრულებულია. ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს მომავალში გადაეცემა მას გუნდი. ინვესტორს აქვს ბევრი გეგმა. მათ შორის არის "ტორპედოს" ბაზის რეაბილიტაცია და ბევრი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ასევე დაგეგმილია ფეხბურთელებისთვის პირობების გაუმჯობესება,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

რა პირობებით მოხდება ,,ტორპედოს" ახალი მფლობელისთვის გუნდის ოფიციალურად გადაცემა  ჯერჯერობით უცნობია.

ქუთაისის "ტორპედო" რამდენიმე თვის განმავლობაში ინვესტორის გარეშე იყო. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა. მიმდინარე წლის დასაწყისში კლუბში ინვესტიცია იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინომ განახორციელა, თუმცა, კლუბი ოფიციალურად ამ დრომდე არ გადაუბარებია.


ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის წინ, მდუმარე აქცია-პერფორმანსი
13:59 / 25.10.2021
ქუთაისის მერიის წინ, მდუმარე აქცია-პერფორმანსი "ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი" გაიმართა. 
ჭიათურელი მოკრივე ლაშა გაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.
12:32 / 25.10.2021
ჭიათურელი მოკრივე ლაშა გაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.