ახალი ამბები
ქუთაისში 50 000 ლარიანი დროშა ქარმა ისევ დააზიანა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეაზე ქუჩაზე, საქართველოს დროშა, რომლის აღმართვაც ქუთაისის მერიას 50 000 ლარი დაუჯდა, ქარმა ისევ დააზიანა.

მერიამ დროშა ბოლოს 2 ოქტომბერს შეცვალა.  ეროვნული სიმბოლიკა მაშინ ქარმა წაიღო.

საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება.  საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №464 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.179 )


ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტხანს ცდილობდა.

მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAT190025060) შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.


დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.