პოლიტიკა
რა თანხას ხარჯავენ პოლიტიკური პარტიები „ფეისბუქ" რეკლამებში - ISFED-ის კვლევა
FaceBook
4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით 193,465 $ დაიხარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაცია
"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,  "ფეისბუქ" ბიბლიოთეკაში 4, 607 რეკლმაა აღიცხული. 

ყველაზე დიდი თანხა „ფეისბუქზე“ პოლიტიკურ რეკლამაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ - ჯამში 47,800 $   289 რეკლამისთვის დაიხარჯა.

"30,782 დოლარი დახარჯა ,,ევროპულმა საქართველომ", საიდანაც დაახლოებით 52% პარტიის „ფეისბუქ“ გვერდის რეკლამებზე მოდის, ხოლო დანარჩენი პარტიის ლიდერების ოფიციალურ გვერდებზე. მსგავსად ნაწილდება "ლელოს" მიერ დახარჯული 21,747 $  მეტი.

ბიბლიოთეკაში „პატრიოტთა ალიანსის“ ოფიციალურ გვერდის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ განთავსებული სულ 9 რეკლამაა, რაზეც 1,910 $ დახარჯული.

ასევე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად მედიის სახელით მოქმედ „დღეს პოლიტიკაში - Tinp.ge“ -ს 11 რეკლამისთვის ჯამში 2,753 $ აქვს დახარჯული. აქედან 1,000-1,500 დაიხარჯა IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ირმა ინაშვილის ბრიფინგის დასარეკლამებლად."

კვლევის თანახმად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჯამში 20,421 $ მეტი დაიხარჯა. 

,,ამ გვერდზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში თანხის გადამხდელად მითითებულია საქართველოს მთავრობის ვებ-საიტი gov.ge და მთავრობის კანცელარიის მისამართი. ხოლო კახა კალაძის რეკლამების ($1,874) დეკლარაციაში მითითებულია ვებ-საიტი kaladze.ge და თბილისის მერიის მისამართი. პარტიის, მისი ლიდერების და კანდიდატების გვერდების გარდა, ოცნების მხარდამჭერ გვერდებს (Irakli Garibashvili 4 Georgia, 41 ჩემი არჩევანია, საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog, ჯარი) ჯამში 10 რეკლამა აქვთ განთავსებული და თითოეულ გვერდს 100 დოლარზე ნაკლები აქვს დახარჯული."

საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა 7 აგვისტოს ამოქმედდა. 

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ყველა პარტიას და კანდიდატს, ასევე ნებისმიერ პირს, რომელიც „ფეისბუქზე“ ათავსებს პოლიტიკური შინაარსის რეკლამას, დადგენილი წესის მიხედვით გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამისთვის სავალდებულო რეკვიზიტები. ასევე, „ფეისბუქმა“ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების აღმოსაჩენად და მათ, ვინც პოლიტიკურ რეკლამებს დეკლარირების/ავტორიზაციის გარეშე ათავსებს, დროულად შეუზღუდოს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, სანამ შესაბამის წესებს არ დაემორჩილებიან. ამასთან, „ფეისბუქმა“ არ უნდა დაუშვას არადეკლარირებული რეკლამის გაშვების შესაძლებლობა იმ გვერდებზე, რომლებსაც პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ავტორიზაცია აქვთ გავლილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.