ახალი ამბები
"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი - თითოეულ თამაშზე ვიბრძოლებთ მოსაგებად
FaceBook
"ეს იგივეა, 18 წლის გოგონას კითხო როდის აპირებს დაოჯახებას"

"რთულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ თამაშზე ვიბრძოლებთ მოსაგებად. სტრატეგია იქნება მოგებისთვის და თამაშიდან თამაშამდე მოგვიწევს ცხოვრება. გადავა თუ არა "ტორპედო" ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეს იგივეა, 18 წლის გოგონას კითხო როდის აპირებს დაოჯახებას," - განაცხადა ქუთაისის "ტორპედოს" მთავრმა მწვრთნელმა, ალექსანდრე შტელინმა დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა "ტორპედოს" ფეხბურთელთა შემადგნელობაზე ისაუბრა. შტელინის თქმით, გუნდის ფეხბურთლებს აქვს კონტრაქტი და მათი გუნდიდან გაშვების საკითხი მარტივად არ მოხდება.

"უბრალოდ ასე გაშვება და მიღება იოლი არაა. მათ აქვთ კონტრაქტები. გუნდიდან გაშვებამდე უნდა შევისწავლოთ მათი კონტრაქტები და მონაცემები," - განაცხადა შტელინმა.

ის ასევე, "ტორპედოს" ხვალიდნელ თამაშსაც შეეეხო და აღნიშნა, რომ თბილისის "დინამო" კარგად მომზადებულ გუნდია.

ხვალ ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ სტადიონზე თბილისის "დინამოსთან " ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრას ჩაატარებს. საფეხბურთო მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.