ახალი ამბები
ამომრჩეველს, რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე ვერ შევა - ცესკო
FaceBook
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მიქელაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

„შესაძლებელია, რომ საკარანტინე სივრცეებში იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც გამოხატული სიმპტომები არ აქვთ. ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენციაციის გაკეთება, თუმცა მთავარია, აღინიშნოს ის, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩართული იქნებიან სპეციალისტები,

პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არჩევნები უნდა წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ადამიანები, ვინც არიან ჩართული ამ პროცესში. ესენი არიან: საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და შესაბამისად, თითოეული საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსენსუსი იყოს”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საკარანტინო ზონებში შესაძლოა გაიხსნას საარჩევნო უბანიც და ასევე შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც. როგორც მიქელაძემ განმარტა, ეს დამოკიდებულია საკარანტინო ზონებში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

ამასთან, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამომრჩეველს, რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე ვერ შევა.

„ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პიბადით. ასევე, ვმუშაობთ, რომ თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. საარჩევნო კომისიის წევრები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. სისტემატურად მოხდება სააუბნო-საარჩევნო კომისიის შენობის სპეციალური ხსნარებით დამუშავება”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.