დღეს, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 3 თვის ჩვილი ჩოხატაურიდან შეიყვანეს.
დაინფიცირების წყარო ე. წ. დონას კლასტერს უკავშირდება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და პნევმონია არ აღენიშნება.
ახალ ინფექციურ საავდმყოფოში მკურნალობას ამ დროისათვის 3 თვის ბავშვის ჩათვლით 10 პაციენტი აგრძელებს. COVID-19 კი სულ 67-მა ადამიანმა დაამარცხა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1302-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292 ადამიანი იმყოფება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები