ახალი ამბები
ქუთაისის 4 სკოლის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება
FaceBook
ქუთაისის ოთხ საჯარო სკოლის შენობას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

ქალაქის მე-8, მე-9, 22-ე და 23-ე სკოლებში  შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოწყობა, ლაბორატორიული ოთახების გაკეთება, სპორტული დარბაზების მოწესრიგება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორცილებააა დაგეგმილი. ამ სამუშაოებზე  ჯამში 20 მილიონ 959 ათას 236 ლარია განკუთვნილი. 

სკოლების რეაბილიტაციისათვის ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცალ-ცალკე გამოცხადა და სატენდერო წინადადბების მიღება სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა შესრულდეს.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციოდ სკოლების შერჩევა წინასწარი შემოწმების შედეგად მოხდა.

"წინა წლებში მოხდა სკოლების შესწავლა სამინისტროების მიერ და მიენიჭათ გარკვეული კოეფიციენტები, რომლებიც მიიღებდნენ დაბალ ქულებს მათი რეაბილიტაცია დაიწყებოდა".

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისას აღნიშნული სკოლების მოსწავლეები ქალაქში მდებარე სხვა სკოლებში გადანაწილდებიან.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.


ავტორი: ანა ჯიქია 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.