ახალი ამბები
ჰიგიენური საშუალებების შესაძენად დაფინანსება ქუთაისში 8 სკოლას გაეზრდება
FaceBook
კორონაპანდემიის პრევენციის მიზნით, ჰიგიენური საშუალებების შესაძენად დაფინანსება ქუთაისში 8 სკოლას გაეზრდება.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დანარჩენი სკოლებისათვის ყველა საჭირო ინვენტარი შეძენილია.

"სკოლებისათვის განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ შეიძინა ყველა ის ინვენტარი, რაც საჭიროა: სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები, თერმომეტრები, დეზეობარიერები და ა.შ. თუმცა იქ გათვალისწინებული რეკომენდაციების მიხედვით,  გვაქვს ასევე, აუცილებელი მოთხოვნა ხელსაშრობი ქაღალდის შეძენა, რომელიც თავად სკოლამ უნდა შეიძინოს. 8 სკოლა გვყავს, რომელებიც არიან მცირეკონტიგენტიანები და საჭიროებენ სამინისტროდან დამატებით დაფინანსებას."

თუ რა თანხა გამოუყო სამინისტრომ 8 სკოლას ჯამურად,  ცქიტიშვილი ამბობს, რომ  სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იქნება განსაზღვრული. 

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პანდემიის პრევენციული ზომების გათვალისწინებით, ქუთაისის სკოლები სასწავლო პროცესის გასაახლებლად სწავლების სასურველ მოდელს თავად შეარჩევენ. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის კი გაკვეთილები სრულად საკლასო ოთახებში წარიმართება.

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.