ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი შესაბამის სამსახურებს ვირუსის პრევენციის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი  ზვიად შალამბერიძე, მოადგილეებთან ერთად რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რწმუნებულმა განაცხადა, რომ აუცილებელია გამკაცრდეს ვირუსის პრევენციისთვის გათვალისწინებული ზომების კონტროლი. მისი თქმით, განსაკუთრებით სწავლის დაწყების წინ და  ასევე, სასწავლო პროცესის დროს,  მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი რეკომენდაციები  ყველა სკოლამ და სკოლამდელმა დაწესებულებამ დაიცვას.

ზვიად შალამბერიძემ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ მოქალაქეებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

მხარის რწმუნებული, შეხვედრაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც გაეცნო და  მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებენ საწარმოები, სასურსათო მაღაზიები, კვების ობიექტები თუ სხვა ტიპის დაწესებულებები ჯანდაცვის სამინიტროს რეკომენდაციებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტრადიციულად, მესხიშვილის თეატრის წინ, ქალაქის მთავარი
ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.
13:47 / 15.12.2025
ქუთაისში, ტრადიციულად, მესხიშვილის თეატრის წინ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის
მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც
მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა.
11:50 / 15.12.2025
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.